Saturday, May 25, 2013

სასწავლო პროექტი

1)პროექტის დასახელება:მუსიკა და ჩვენ
2)პროექტის მთავარი იდეა:მუსიკის როლი საზოგადოების ცხოვრებაში.როგორც ვიცით მუსიკა დღევანდელი ცხოვრების აუცილებელი,განუყოფელი ნაწილია.მუსიკას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია ზოგადად.მაგალითად განწყობის.ვფიქრობ გემოვნებიანი მუსიკა ხშირად უნდა ისმოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.
3)პროექტის აქტუალობა:მუსიკა ყველგან და ყოველთვის.ეს მშვენიერი დევიზი უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების თანამდევი.ჩვენ უნდა ვეცადოთ მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ ხარისხიანი
მუსიკისადმი ინტერესი და სიყვარული.
4)პროექტის მიზნები:მოსწავლეები შეძლებენ ჟანრობრივად გაიცნონ სხვადასხვა დროის,ხალხური,ქალაქური,საესტრადო სიმღერები.აგრეთვე კომპოზიტორთა ბიოგრაფიასა და შემოქმედებას
5)მონაწილეთა ასაკი.14-15 წელი.
6)ვადები.5 დღე.
7)მოსალოდნელი შედეგები.მოსწავლეები ჟანრობრივად განასხვავებენ მუსიკოსთა სპეციალობებს.სიტყვა მუსიკოსი შეიძლება რამდენიმე მცნებას მოიცავდეს.მოსწავლეები აღიქვამენ რომ კომპოზიტორი შეიძლება ასევე შემსრულებელი იყოს.
8)პროექტისთვის საჭირო  ძირითადი რესურსები:მოსასმენი მასალა,(მუსიკალური ცენტრი,დისკები.)კლასიკური ნაწარმოებების რამდენიმე ნიმუში,ბუნების ამსახველი,პეიზაჟების სურათების ,ფოტოების,ვიდეოს ჩვენება.
9)პროექტის მსვლელობა,აქტივობები:კონკრეტულ თემას,სურსთს,ტექსტს (ზამთრის,ზაფხულის,ავდარის,ლექსს)მოუძებნონ შესაბამისი ,მსგავსი მელოდია.
10)საგნობრივ ჯგუფებთან სასწავლო გეგმასთან კავშირი:ინტეგრირება შეიძლება ვიზუალურ ხელოვნებასთან(კომპოზიტორის პორტრეტი)თეატრალურ ხელოვნებასთან-მუსიკალური სპექტაკლი,წარმოდგენის მუსიკალურად გაფორმება.ცეკვასთან-მუსიკით გამოწვეული ემოციის გამოხატვა სხეულის მოძრაობით.პოეზიასთან -ლიტერატურის ნიმუშებთან,ისტორიასთან-ეპოქა ,ისტორიული მოვლენები,მათემატიკასთან-ნოტების გრძლიობები,ინფორმატიკასთან-მუსიკალური კომპიუტერული პროგრამები.ფიზიკასთან -ბგერა როგორც რხევების ერთობლიობა,მუსიკალური საკრავების თავისებურებები,აკუსტიკის პრინციპებიდან გამომდინარე.ბიოლოგიასთან-სიმღერის დროს სუნთქვის,დიაფრაგმის გაკონტროლება.
11)პროექტის ხელმძღვანელი:ხათუნა გუდაძე.
12)ხელმძ.ელ.ფოსტა.xatunagudadze1@gmail.com